02 Οκτωβρίου, 2020

კულტურული მემკვიდრეობის დაცის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ” -ს დაფინანსებით ,დასრულდა ახმეტის მუნიციპალიტეტში , ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე დასკვნითი ეტაპი

Διαδώστε:
შესრულებული სამუშაოების შედეგად :
• ფასადებსა და ინტერიერში მოიხსნა მორყეული ქვები ,გაიწმინდა და დაუბრუნდა პირვანდელ ადგილს.
• კედლები ამოშენდა იმავე ფორმის ზომისა და ჯიშის ქვით, ხოლო ჩრდილოეთის მინაშენის კედლებზე მექანიკური ჩარევით მოხდა არქიტავრული ქვის ადგილზე დაბრუნება.
• მოიხსნა კამარა სამხრეთ მინაშენში , გადარჩენილი ქვა გამოყენებულია კედლის წყობაში, გადაეწყო კედლის საპირე წყობა.
• გაიხსნა მთავარ ეკლესიის ჩრდილოეთით ამოშენებული თაღი, შირმის ქვეშ დაიგო კარნიზი.
• ამოილესა ფასადებზე წყობა, მოხდა ბზარების ინექტირება.
• ინტერიერში : დასრულდა კედლის მხატვრობის გამაგრებითი სამუშაოები ,დაიგო იატაკი სამხრეთ და ჩრდილოეთ მინაშენში კირდუღაბზე რიყის ქვით, ხოლო ეკლესიაში გადაილესა კირდუღაბით. კანკელს დაუბრუნდა პირვანდელი ფორმა.
• ძეგლი გადაიხურა მეორადი ქართული კრამიტით კირდუღაბის ხსნარზე.
ძეგლი მდებარეობს ქალაქის სამხრეთით 2,5 კმ-ზე მთის ფერდობზე ტყეში. ძეგლი ერთიმეორეზე მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. შუა ეკლესია შედარებით მაღალია გვერდით ეკლესიებზე და X-XI სს განეკუთვნება, ხოლო დანარჩენები მოგვიანებით XIV-XV ს-შია მიშენებული.
სარესტავრაციო სამუშაოები შესრულა: შპს “ხუროთმოძღვარი”
არქიტექტორი : ნ.ბაკურაძე

Διαδώστε: