ლექცია ხელოვნების მუზეუმში
2024 წლის 1 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის II კურსისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის I და II კურსის სტუდენტები, საგანმანათლებლო ღონისძიების – „ლექცია მუზეუმში“ – ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ. სტუდენტებს მეგზურობას უწევდა საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ბუბულაშვილი.
მათ დაათვალიერეს ოქროს ფონდში დაცული ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების არტეფაქტები – უძველესი ხატები, საცეცხლურები, ტაძრებიდან გადმოღებული ფრესკები, სამკაულები… ეთნოგრაფიულ განყოფილებაში გაეცნენ ქართველი ხალხის ყოფითი კულტურის ამსახველ ექსპონატებს – საომარ იარაღებსა და სხვა აღჭურვილობას, სამუშაო და საოჯახო ნივთებს. სტუდენტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა არქეოლოგიურ განყოფილების დარბაზებში გამოფენილმა უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ამსახველმა არტეფაქტებმა. სტუდენტებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული უნიკალური ხელნაწერი და სხვა. ბატონი ელდარის მიერ ექსპონატების კვალდაკვალ გაცოცხლებულ ისტორიებს დიდი ინტერესით ისმენდნენ სტუდენტები.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.