23/10/2019 23/10/2019 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება. მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართება. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. აშშ-ის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პომპეოსა და რუსი მიტროპოლიტის მოლაპარაკებები პრესისთვის დახურული იქნება. ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის შეხვედრაზე განსახილველ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ. 2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა...
23 Οκτωβρίου, 2019 - 11:37

მაიკ პომპეო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება

Διαδώστε:
მაიკ პომპეო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება. მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართება. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

აშშ-ის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პომპეოსა და რუსი მიტროპოლიტის მოლაპარაკებები პრესისთვის დახურული იქნება.

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის შეხვედრაზე განსახილველ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ.

2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზეწოლას ახდენს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რათა მათ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია აღიარონ.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων