17 Νοεμβρίου, 2020

მაიკ პომპეო სტამბოლში ვიზიტის დროს მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

Διαδώστε:

 

თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს შეხვდა. როგორც იუწყებიან, პომპეომ და მსოფლიო პატრიარქმა თურქეთსა და რეგიონში არსებული რელიგიური საკითხები განიხილეს. შეხვედრის დროს მხარებმა „მსოფლიოში რწმენის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.“

შეგახსენებთ, ივლისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გამო თურქეთის ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ვიზიტის დროს მთავრობის ოფიციალურ პირებს არ შეხვედრია. სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ პომპეო თურქეთში მცირე ხნით ჩადის.

ამასთან, მედიის ცნობით, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პომპეოს ვიზიტის პერიოდში ანკარადან სტამბოლში ჩასვლას ვერ მოახერხებენ. თურქეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ პომპეო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს დეკემბერში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალზე შეხვდებიან.
1tv.ge

Διαδώστε: