14 Οκτωβρίου, 2019

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის განცხადებით, თუ მეუფე პეტრეს შეურაცხყოფა მიაყენეს, შესაძლოა, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილონ

Διαδώστε:

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, თუკი ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს შეურაცხყოფა მიაყენეს, შესაძლოა, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილონ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი თავად მღვდელმთავარმა უნდა დააყენოს სინოდზე.

„ეს განხილვის საგანი იქნება, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენზე არაა დამოკიდებული. თვითონ მღვდელმთავარმა უნდა დააყენოს ეს საკითხი, თუ მას ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.

 

Διαδώστε: