21 Ιανουαρίου, 2021

მართალია თუ არა, რომ ძაღლის სახლში ყოლა ცოდვაა?

Διαδώστε:

ეს დღევანდელი „მორწმუნეების“ მიერ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჭორია. ბევრი საუბრობს სახლიდან მადლის მიტოვებაზე, თუ სახლში ძაღლი იმყოფება. ამ თეორიის საღვთისმეტყველო საბაბი არ არსებობს.

ბიბლია არ გვასწავლის მადლისა და ძაღლის შეუთავსებლობაზე. როდესაც უფლის ანგელოზი რაფაელი ტობითს დაემგზავრა ძაღლიც მათთან ერთად მიდიოდა (ტობ. 5,17). ანგელოზი არც გამწყრალა და არც გაქცეულა ამის გამო.

სახარებაში ვკითხულობთ, რომ ძაღლის ყოლა სახლში არ ეწინააღმდეგება რჯულს (მთ. 15, 27). ძაღლებისადმი „მტრული“ დამოკიდებულება წარმართული წარმოშობისაა, ისე, რომ მისი მიღება ჩვენც „წარმართებად“ გვაქცევს. თუმცა ძაღლების ადამიანებზე უპირატეს მდგომარეობაში დაყენება მიუღებელია.

 

წყარო: მღვდელი ლევან მექოშვილი
წიგნი „მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა“

 

ambioni.ge

Διαδώστε: