04/06/2020 04/06/2020 ნოვგოროდელმა სასწაულმოქმედმა იაკობ ბოროვიჩელმა ყმაწვილობაშივე იტვირთა სალოსობის ღვაწლი. სხვა მისი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით. მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. 1540 წელს, აღდგომიდან მესამე დღეს სოფელ ბოროვიჩთან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურდა ყინულის დიდი ხორგი, რომელზეც იდო მუხის კუბო თავსახურის გარეშე. კუბოში ყმაწვილის გვამი ესვენა. გლეხებმა ჭოკების კვრით გააცურეს ხორგი მდინარის შუაგულისკენ, მაგრამ ის მაინც ნაპირს დაუბრუნდა....
04 Ιουνίου, 2020 - 22:27
Τελευταία ενημέρωση: 04/06/2020 - 22:28

მართალი ყრმა იაკობ ნოვგოროდელი, საკვირველმოქმედი (XV) – ხს. 22 მაისს (4 ივნისი)

Διαδώστε:
მართალი ყრმა იაკობ ნოვგოროდელი, საკვირველმოქმედი (XV) – ხს. 22 მაისს (4 ივნისი)

ნოვგოროდელმა სასწაულმოქმედმა იაკობ ბოროვიჩელმა ყმაწვილობაშივე იტვირთა სალოსობის ღვაწლი. სხვა მისი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით. მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. 1540 წელს, აღდგომიდან მესამე დღეს სოფელ ბოროვიჩთან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოცურდა ყინულის დიდი ხორგი, რომელზეც იდო მუხის კუბო თავსახურის გარეშე. კუბოში ყმაწვილის გვამი ესვენა. გლეხებმა ჭოკების კვრით გააცურეს ხორგი მდინარის შუაგულისკენ, მაგრამ ის მაინც ნაპირს დაუბრუნდა. ასე განმეორდა სამჯერ. ღამით სოფლის უხუცესებს გამოეცხადა კუბოში მწოლიარე ყმაწვილი და უთხრა: “მეც ისეთივე ქრისტიანი ვარ, როგორიც თქვენ. ნუ გამაგდებთ. მე მქვია იაკობი. ეს სახელი დამარქვეს უფლის ძმის, იაკობის პატივსაცემად”.

წმინდა ნაწილები დაავანეს სამლოცველოში, ხოლო 1544 წელს გადაიტანეს სულიწმიდის ტაძარში. უფალმა ამ წმინდა ნაწილებს მაკურნებელი ძალა მიანიჭა. 1657 წელს პატრიარქმა ნიკონმა სიწმინდეების ერთი ნაწილი ვალდაიზე, ივერიის ტაძარში გადააბრძანა.

— karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων