მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
![მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/07/6-6.png)
დღეს პეტრე-პავლობაა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართება.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათიდან აღავლენს.
მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.
დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24 ივნისს დაიწყო. ხვალ კი მართლამდიდებელი ეკლესია ქრისტეს 12-ვე მოციქულის ხსენებას დღესასწაულობს. ტრადიციულად საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, რომელიც მოციქულების სახელობისაა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.