20/06/2019 20/06/2019     საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია. სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ესწრება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ. ოპოზიციის განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული, რასაც უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს....
20 Ιουνίου, 2019 - 12:11

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია – რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ

Διαδώστε:
მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია – რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ

 

 

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.
აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია.
სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ესწრება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.
ოპოზიციის განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული, რასაც უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს.
გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.
ამ წუთებში პარლამენტის სასესიო დარბაზში დელეგატთა სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.

 

palitranews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων