06 Δεκεμβρίου, 2020

მარკოზის წირვა აღასრულა მიტროპოლიტმა მარკოზმა

Διαδώστε:

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ხიოს მიტროპოლიტმა მარკოზმა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს აღასრულა მარკოზ მახარებლის უძველესი ლიტურგია, რომელიც ტრადიციისამებრ შუა ტაძარში საგანგებოდ მოწყობილ ტრაპეზზე აღავლინა, პირით დასავლეთისაკენ (დამსწრე ხალხისკენ).

მარკოზის ლიტურგია უძველეს ლიტურგიკულ მსახურებას წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში აღასრულებენ, განსაკუთრებით კი ალექსანდრიის საპატრიარქოში.

 

wenews.ge

Διαδώστε: