18/10/2020 18/10/2020 მოლოდინია რის ძალიან იმედიანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნისთვის, სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯისადმი, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ყველაფერი არის არგუმენტირებული და მე ვფიქრობ, რომ ამ არგუმენტაციას ძალიან მშვიდად და ჯანსაღად შეხვდება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება, კომისიის წევრები თუ ზოგადად, აზერბაიჯანული მხარე“, – განაცხადა...
18 Οκτωβρίου, 2020 - 18:07
Τελευταία ενημέρωση: 18/10/2020 - 18:08

მეუფე ანდრია: ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანისთვის, სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯისადმი

Διαδώστε:
მეუფე ანდრია: ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანისთვის, სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯისადმი

მოლოდინია რის ძალიან იმედიანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნისთვის, სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯისადმი, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ყველაფერი არის არგუმენტირებული და მე ვფიქრობ, რომ ამ არგუმენტაციას ძალიან მშვიდად და ჯანსაღად შეხვდება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება, კომისიის წევრები თუ ზოგადად, აზერბაიჯანული მხარე“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.


imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων