01 Σεπτεμβρίου, 2020

მეუფე იაკობი – განათლების სისტემა აბსოლუტურად უნდა შევცვალოთ, ამით ვერაფერს ვასწავლით, თავი არ მოვიტყუოთ

Διαδώστε:

განათლების სისტემა აბსოლუტურად უნდა შევცვალოთ, ამით ვერაფერს ვასწავლით, თავი არ მოვიტყუოთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოში 30 წლის განმავლობაში ინგრეოდა განათლების სისტემა, მაგრამ ეს არ უნდა დავაბრალოთ არც დასავლეთს, არც ამერიკას და რუსეთს.

„ეკლესიაში უნდა იაროთ აუცილებლად, ეს არის აუცილებელი ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის. სულიერი საზრდოა. ყველაზე კარგი თაობა გვყავს ახლა, ჩემი თაობაც მახსოვს, წინა თაობებიც, მაგრამ ახლა ეს თაობა განსაკუთრებული თაობაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სრულფასოვანი ცოდნა მივცეთ.

განათლების სისტემა აბსოლუტურად უნდა შევცვალოთ, ამით ვერაფერს ვასწავლით, თავი არ მოვიტყუოთ. 30 წელი ვანგრევდით განათლების სისტემას და ეს იყო გარედან მოხვეული. არ დავაბრალოთ არც დასავლეთს, არც რუსეთს, არც ამერიკას. ეს იყო გარედან მოხვეული. ჩვენთან ბევრია ისეთი, ჭკვიანი კაცი არ აწყობთ. უვიცს და გაუნათლებელს, უცოდინარს ადვილად მართავთ.

აუცილებლად განათლებას ხელი უნდა შევუწყოთ. უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ შეცვალონ სისტემა, რომ ეს ლაპარაკად არ დარჩეს. ახალგაზრდა თაობა თავისუფალი და ლაღი უნდა გაიზარდოს. სილაღე უზრდელობა კი არ არის, სახლში ხმას თუ აუწიეს, პატრულში დარეკე, არა, სახლშივე უნდა ვაწავლოთ, რომ ხმის აწევა აღარ გვიხდებოდეს მათთან. ბავშვი თუ მიუშვი, თავის ჭკუაზე ატარე, შენც თავის ჭკუაზე გატარებს. ასე არ შეიძლება, მაგრამ საქართველოში არ ვჩაგრავთ, პატივს ვცემთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.


ipn.ge

Διαδώστε: