04 Μαΐου, 2019

მეუფე იაკობი დავით გარეჯთან დაკავშირებით სასულიერო პირების აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავს

Διαδώστε:

მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ გააგრძელებენ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას, სასულიერო პირები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

„კონტაქტი ჩვენ გვექნება აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებასთან უშუალოდ. ვიმოქმედებთ და შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ცივილიზებული ხალხი ვართ ჩვენც და აზერბაიჯანელებიც და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს”, – განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება დელიმიტაციის კომისიას, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობის შედეგზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია.

„ჯერ შედგეს კომისია, შევხედოთ რამდენად სანდო ხალხი იქნება შესული. ალბათ, როდესაც შემადგენლობა დასახელდება, მერე გავაკეთებთ პროგნოზს”, – აღნიშნა მან.

IPN

Διαδώστε: