„გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. მეუფემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.
„ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“, – აღნიშნა მეუფე იოანემ.
შუადღეს ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარები დაირეკა.
გუშინ მეუფემ იოანემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
— 1tv.ge