24/05/2020 24/05/2020 სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს , – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მეუფე აცხადებს, რომ ის და ჟურნალისტები სხვადასხვა განზომილებაში არიან და დიალოგი ვერ შედგა. “უკვე რამდენი ხანია გიცნობთ და ჩვენს შორის დიალოგი ვერ შედგა. სხვადასხვა განზომილებაში ვართ. თუ დიალოგი ვერ შედგა მაშინ აზრი...
24 Μαΐου, 2020 - 20:04
Τελευταία ενημέρωση: 24/05/2020 - 23:31

მეუფე იოანე ჟურნალისტებს – სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს

Διαδώστε:
მეუფე იოანე ჟურნალისტებს – სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს

სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს , – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მეუფე აცხადებს, რომ ის და ჟურნალისტები სხვადასხვა განზომილებაში არიან და დიალოგი ვერ შედგა.

“უკვე რამდენი ხანია გიცნობთ და ჩვენს შორის დიალოგი ვერ შედგა. სხვადასხვა განზომილებაში ვართ. თუ დიალოგი ვერ შედგა მაშინ აზრი არ აქვს ჩვენს ლაპარაკს. მე გეუბნებით, რაც მე მიმაჩნია სწროდ, თქვენ კი ამას არ იღებთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων