30 Οκτωβρίου, 2019

მეუფე მელქისედეკი – მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას

Διαδώστε:

მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მეუფე მელქისედეკისთვის უცნობია თუ რა საკითხების განხილვა მოხდება ხვალ, წმინდა სინოდის სხდომაზე.

„წინასწარ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე. თუ განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ფაქტია, რომ ის უკვე არის დამოუკიდებელი ეკლესია“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

ამასთან, ეპისკოპოსისთვის უცნობია მოხდება თუ არა ხვალ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხის განხილვა.
interpressnews.ge

Διαδώστε: