მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი პოზიცია მგონი, ყველამ იცით, მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”, – აღნიშნა მეუფემ.
რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომას, როგორც მეუფე ამბობს, კონკრეტული თარიღი, როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, მისთვის უცნობია. მეუფე მელქისედეკის თქმით, ამას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გადაწყვეტს.
„წმინდა სინოდის მოწვევა არის მისი უწმინდესობის პრეროგატივა, როგორც ჩათვლის მისი უწმინდესობა საჭიროდ, ისე იქნება“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
— 1tv.ge