21/01/2021 21/01/2021 მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომდე მოვა და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არა, ეს კითხვები ექიმებს შემდეგ უნდა დავუსვათ. „თუ ადევნებთ თვალ-ყურს, ყოველ წუთს რაღაც იცვლება კოვიდის დაავადებასთან დაკავშირებით, ვაქცინასთან დაკავშირებით. სულ...
21 Ιανουαρίου, 2021 - 16:43
Τελευταία ενημέρωση: 21/01/2021 - 16:45

მეუფე ნიკოლოზი – დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს

მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომდე მოვა და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არა, ეს კითხვები ექიმებს შემდეგ უნდა დავუსვათ.

„თუ ადევნებთ თვალ-ყურს, ყოველ წუთს რაღაც იცვლება კოვიდის დაავადებასთან დაკავშირებით, ვაქცინასთან დაკავშირებით. სულ მუდმივად რაღაც ცვლილებები და ახალი ამბებია. ამასწინათ იყო კიდევ ახალი ამბავი, რომ მოიპარეს ვაქცინის დოკუმენტაცია, ჰაკერები რომ შეცვიდნენ და გადააკეთეს. იყო ასეთი ინფორმაციაც. მე ასევე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა. ფიზიკურად ვაქცინა ჯერ არ არის ჩვენამდე მოღწეული. რომ დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები, რაც გვაინტერესებს. პირველ რიგში ექიმებს დავუსვათ ეს კითხვები. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ ექიმები. მერე გადავწყვიტოთ. წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, რაც არ ვიცით. დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων