20 Δεκεμβρίου, 2019

მეუფე ნიკოლოზი – ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას უარი პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

Διαδώστε:

პირველივე დღიდან ვცდილობდით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან რაღაცნაირად გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ ხედავს დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმის მიზეზს.

„რამდენჯერმე მქონდა მასთან პირადი შეხვედრა. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, არ გვქონია პირადად კონტაქტი. იცით რა, მე ასე მგონია, რომ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია ეს. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა თქვას უარი შეწყალებაზე, როცა ქვეყანა ასე ელოდება. მე დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება მამალაძეს, ჩვენ პირველივე დღიდან ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენს ხელთ არ არის ეს ძალაუფლება. ჩვენ არც გამოძიების წარმოება შეგვიძლია დამოუკიდებლად“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

1tv.ge

Διαδώστε: