19/07/2020 19/07/2020 ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დაადასტურა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხა არ მიაჩნია სწორად. „რა თქმა უნდა, სპეციალურად როცა გავიგე, ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, მოვინახულე და გამოვკითხე. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი. უბრალოდ, მე...
19 Ιουλίου, 2020 - 19:49

მეუფე ნიკოლოზი – მარიანა ჩოლოიანი მოვინახულე – ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – მარიანა ჩოლოიანი მოვინახულე – ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დაადასტურა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას სისტემის ჯოხის ერთ ადამიანზე გადატეხა არ მიაჩნია სწორად.

„რა თქმა უნდა, სპეციალურად როცა გავიგე, ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, მოვინახულე და გამოვკითხე. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი. უბრალოდ, მე ჩემი აზრი შეიძლება გითხრათ, რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων