19/07/2020 19/07/2020 რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ჩვენმა შვილებმა ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მეუფეს თქმით, მას, როგორც მოქალაქეს სხვა რესურსი არ აქვს გარდა იმისა, რომ სიმართლის დადგენას დაელოდოს. „სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ, არც ბოლო...
19 Ιουλίου, 2020 - 20:06

მეუფე ნიკოლოზი შაქარაშვილის საქმეზე – რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი შაქარაშვილის საქმეზე – რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ

რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ჩვენმა შვილებმა ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მეუფეს თქმით, მას, როგორც მოქალაქეს სხვა რესურსი არ აქვს გარდა იმისა, რომ სიმართლის დადგენას დაელოდოს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ, არც ბოლო შემთხვევა არ იქნება. აქაც საუბარია იმაზე, რომ საზოგადოება უნდა იყოს ისე, რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ჩვენმა შვილებმა ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ. ადამიანის მკვლელობა არის საშინელება. იმის გამო, რომ მე პირადად, როგორც მოქალაქეს, სხვა რესუსრსი არ გამაჩნია, უნდა დავუცადო და გავიგოთ სიმართლე როგორია, სიმართლე ნამდვილად კარგი იქნება, რომ ვიცოდეთ. თუ რაღაცის გამო სიმართლე იმალება, სიმართლის დამალვაც ცუდია ზოგადად,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων