30 Μαρτίου, 2020

მეუფე საბა – დღეს გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში მეცოდინება პასუხი, მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი

Διαδώστε:

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვაში ეპისკოპოსი განმარტავს, კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევის პასუხი 2 დღეში იქნება.

მისივე განმარტებით, მას კორონავირუსით დაინფიცირებულთან ერთი კვირის წინ ჰქონდა შეხება. შესაბამისად, თავის დაზღვევის მიზნით, მან ტესტირება ჩაიტარა.

„დღეს, 3 საათზე, გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში პასუხი მეცოდინება მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი“, – აცხადებს ეპისკოპოსი საბა.

ეპისკოპოსის განმარტებით, მან დღეს წირვის ჩატარებისგან თავი შეიკავა.
interpressnews.ge

Διαδώστε: