03/08/2020 03/08/2020 თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს საპატრიარქომ გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრას ვერ დაესწრო თავად კათოლიკოს – პატრიარქი. როგორც თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს. „პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა,...
03 Αυγούστου, 2020 - 20:00

მეუფე შიომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

Διαδώστε:
მეუფე შიომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს საპატრიარქომ გარდაცვლილისთვის წესის აგების კურთხევა მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრას ვერ დაესწრო თავად კათოლიკოს – პატრიარქი.

როგორც თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სახელზე საპატრიარქოში პანაშვიდი გადაიხადეს.

„პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. მოვუყევით როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ”,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.


dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων