05 Ιουνίου, 2020

მეუფე შიო: “გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და ეს სიმართლეც დადგინდება”

Διαδώστε:

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მეუფე შიო იმედს გამოთქვამს, რომ საკითხზე მომუშავე ორმხრივი კომისია უფრო პრინციპული იქნება. მეუფე ხაზს უსვამს იმასაც, რომ დავით გარეჯი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გავქვს, რომ დადგინდება სიმართლე… მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიო გარეჯობასთან დაკავშირებით დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დავით გარეჯის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დარღვევით პროვოკაციული ხასიათის ქმედებას გეგმავს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის პრეს სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

Διαδώστε: