12 Νοεμβρίου, 2020

“მთელი აფრიკა თქვენთვის ლოცულობს, უნეტარესო!”

Διαδώστε:

უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ გამამხნევებელი წერილი გაუგზავნა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის, რომელიც ათენის კლინიკაშია მოთავსებული კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით.

უნეტარესი თეოდორე ალექსანდრიელი უნეტარეს ანასტასი ალბანელს უსურვებს მსწრაფლ გამოჯანმრთელებას და წერილში აღნიშნავს, რომ ამ ამბის შეტყობა მისთვის ტანჯვის ტოლფასია და აღავლენს შეუწყვეტელ ლოცვებს.

 

— wenews.ge

Διαδώστε: