25 Ιουλίου, 2019

მისი ყოვლადუწმინდესიბა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ეწვია ხალკის წმინდა სამების მონასტერს

Διαδώστε:

22 ივნისს მისი ყოვლადუწმინდესიბა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ეწვია ხალკის წმინდა სამების მონასტერს, მის დელეგაციაში შედიოდნენ დიაკონი აეტიოსი, ასევე სხვადასხვა ქვეყნების გენერალური კონსულები სტამბულში, მათ შორის იყვნენ, საბერძნეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ხორვატიის და დიდი ბრიტანეთის.

ასევე აქ იმყოფებოდნენ Erasmus-ის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საბერძნეთის უნივერსიტეტებიდან გამოგზავნილი შვიდი სტუდენტი (ექვსი ბერძენი და ერთი ქართველი) და მომლოცველობითი ვიზიტის ფარგლებში სამი თეოლოგიის სტუდენტი მოსკოვიდან რათა მსოფლიო პატრიარქს შეხვედროდნენ და მისგან ლოცვა-კურთხევა მიეღოთ.

შეხვედრა გაიმართა ხალკის მონასტრის დიდ მისაღებში სადაც მისმა ყოვლადუწმინდესობამ იქ არსებულ პორტრეტებზე ასახულ პიროვნებებზე ისაუბრა რომელთაგანაც მრავალი მათგანი უშუალოდ პატრიარქის პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ როდესაც ის ბაკალავრიატზე ხალკის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში სწავლობდა. გაიმართა მცირე დიაკუსია სხვადასხვა თემებზე. საუბრისას პატრიარქმა აღნიშნა: “შეიძლება ახლა არსებობს სხვადასხვა პრობლემები რუსეთის ეკლესიასთან, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ისინი, ჩვენ ყველას გვაერთიანებს მართლმადიდებლობა და ერთად წარმოვადგენთ ერთ დიდ მართლმადიდებლური ოჯახს” ბოლოს კი პატრიარქის თხოვნით ქართულ და რუსულ ენებზე შესრულდა საგალობლები.

Διαδώστε: