08/11/2020 08/11/2020 2020 წლის 8 ნოემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის საკათედრო ტაძარში). წირვისას დასასრულს, მიტროპოლიტმა იოანემ წარმოთქვა ქადაგება, რომელშიც აღნიშნა: “დღეს თითქოს სასტიკი მწამებელი არ ჩანს, მაგრამ დღეს სხვანაირი დევნაა ეკლესიისა და ცხადია, რომ აუცილებლად ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას და აუცილებლად უნდათ, რომ...
08 Νοεμβρίου, 2020 - 20:01
Τελευταία ενημέρωση: 08/11/2020 - 23:08

მიტროპოლიტი იოანე: “დღეს აპირებენ ხომ რაღაც ქალაქში გამოსვლას?! ყველამ სახლში ვილოცოთ”

Διαδώστε:
მიტროპოლიტი იოანე: “დღეს აპირებენ ხომ რაღაც ქალაქში გამოსვლას?! ყველამ სახლში ვილოცოთ”

2020 წლის 8 ნოემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის საკათედრო ტაძარში).

წირვისას დასასრულს, მიტროპოლიტმა იოანემ წარმოთქვა ქადაგება, რომელშიც აღნიშნა:

“დღეს თითქოს სასტიკი მწამებელი არ ჩანს, მაგრამ დღეს სხვანაირი დევნაა ეკლესიისა და ცხადია, რომ აუცილებლად ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას და აუცილებლად უნდათ, რომ რაიმე გამონახონ ისეთი, რომ ცილი დასწამონ. ზოგს იგონებენ, ზოგს თხზავენ, ზოგს დაამონტაჟებენ… ეს დევნაა… ცილისწამებაც მოწამეობაა, რომ ჩვენ ამას ვითმენთ და შენდობას ვითხოვთ მათთვის, იმიტომ, რომ არ იციან რას აკეთებენ. ასე, რომ გრძელდება დევნა ეკლესიისა და გაგრძელდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, მაგრამ უფალმა გვითხრა ჩვენ და მოწაფეებს, “ნუგეშინიათ სამწყსოვ მცირევ, რამეთუ ღმერთმა ინება თქვენთვის მოცემა მადლისა” და “ბჭენი ჯოჯოხეთისან ვერ მოერევიან ეკლესიას”. აი, სწორედ ეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი კი ცდილობენ, მაგრამ მარცხდებიან ყოველთვის ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ჩვენთან არს ღმერთი!

…ესეც ბრძოლაა, რომ შფოთი შემოიტანონ ხალხში… დღეს აპირებენ ხომ რაღაც ქალაქში გამოსვლას?! ყველამ სახლში ვილოცოთ, რომ მშვიდობით დასრულდეს ეს ყველაფერი და ეს საბაბი არ იყოს დაპირისპირებისა ერში, რომ არ გამრავლდეს ჩვენს შორის სიძულვილი, მტრობა, შუღლი, არამედ იყოს მშვიდობა, ერთობა და წყალობა.”

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, მოწამეთის მონასტერში აღსრულებული წირვის შემდეგ, მხოლოდ დღეს აღასრულა წირვა, ამჯერად ბაგრატის საკათედრო ტაძარში.

იმ დრომდე კი მიტროპოლიტი იოანე ქუთაისსა და წყალტუბოში პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატების წინასაარჩევნო წარდგინებებს პირადად დაესწრო.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων