29 Δεκεμβρίου, 2020

მიტროპოლიტი იობი კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკიდან გაწერეს

Διαδώστε:

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსისგან განიკურნა და დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, იგი გაწერეს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს რუისისა და ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე), რომელიც წერს:

“დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსული ინფექციისგან სრულიად განიკურნა, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

მადლობას გიხდით ყველას გულწრფელი ლოცვებისა და ყურადღებისთვის”.

 

wenews.ge

Διαδώστε: