23/12/2020 23/12/2020 მართლმადიდებელ მორწმუნეებთან დისტანციური ლექციისას (Zoom) მესოგიისა და ლავრიოტიკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ვაქცინაციის საკითხზე ისაუბრა: “წმიდა სინოდმა დამავალა, შეგვესწავლა ვაქცინის საკითხი და აზრი გამოგვეთქვა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, შეიძლება ითქვას, რაც შეგვეძლო ყველაფერი შევისწავლეთ. პირადად მეც ჩემი სიმშვიდის დრო დავკარგე ამ ვალდებულების შესრულებისას, რაც დამევალა წმინდა სინოდის მიერ. კვლევის ერთი ნაწილი უკვე გავაგზავნე, სადაც ასეთი მოსაზრება ვთქვი: “ჩემი...
23 Δεκεμβρίου, 2020 - 17:42

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: “თუ ვაქცინას ექნება მიკროჩიპი, გეტყვით”

Διαδώστε:
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: “თუ ვაქცინას ექნება მიკროჩიპი, გეტყვით”

მართლმადიდებელ მორწმუნეებთან დისტანციური ლექციისას (Zoom) მესოგიისა და ლავრიოტიკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ვაქცინაციის საკითხზე ისაუბრა:

“წმიდა სინოდმა დამავალა, შეგვესწავლა ვაქცინის საკითხი და აზრი გამოგვეთქვა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, შეიძლება ითქვას, რაც შეგვეძლო ყველაფერი შევისწავლეთ. პირადად მეც ჩემი სიმშვიდის დრო დავკარგე ამ ვალდებულების შესრულებისას, რაც დამევალა წმინდა სინოდის მიერ.

კვლევის ერთი ნაწილი უკვე გავაგზავნე, სადაც ასეთი მოსაზრება ვთქვი: “ჩემი აზრით ეს საკითხები ჩვენ არ გვეხება. ვაქცინები სამიდიცინო საკითხია. ეკლესიას არასდროს უსაუბრია ვაქცინების შესახებ”. “თუ აქვს რაიმე სახის მიკროჩიპი ამასაც გეტყვით. ამიტომ ჯერ ვნახოთ ეს ვაქცინა და ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. მე ასე ვფიქრობ და ეს გავაგზავნე სინოდშიც და როგორც ვიცი მათთვისაც მიღებულია, მინიმუმ ამ მომენტისთვის”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, რომელმაც ასევე აღნიშნა: “ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ ინფორმაციების მიღებისას. ძალიან ბევრ ნაგავს ვიგროვებთ ხოლმე, მაგალითად Facebook-ზე.

კარგია, რომ ახლა ამ გზით ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა ამის ქვემოთ თუ დაიწყებთ კომენტარების კითხვას, ბევრ დაუჯერებელ რამეს ნახავთ, თქვენ უკეთ იცით. პირადად მე არ მაქვს ჩემი გვერდი Facebook-ზე და არც მაქვს სურვილი. მირჩევნია საღამოს ვილოცო ხოლმე და არა იმას ვუყურო, ვინ არის ჩემს მხარეს და ვინ – არა. არ მაინტერესებს… შეიძლება ამ გზით რაღაცეები ისწავლო, მაგრამ ის განსჯის უნარია საჭირო, როგორც უფალი ამბობს: “საყვარელნო, ყველა სულს ნუ კი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა (I იოან. 4, 1)”. განსჯის უნარია საჭირო, ღმერთისგან არის თუ არა. ეს განმსჯელობითი უნარია, რომელიც კარგია თუ გექნებათ, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს განსჯა, რომელიც განკითხვას გულისხმობს, არ განიკითხოთ, რომ თქვენს არ იქნეთ განკითხული.

ხშირად ვხედავთ, რომ ერთი მეორეს განმარტავს. ხშირად გამიგია, როგორ განმმარტავენ მეც. თქვენც გექნებოდათ მსგავსი გამოცდილება. მაგალითად ამბობენ: “მან ასე თქვა, რადგან ასე ფიქრობს”.

შეგახსენებთ, მესოგიისა და ლავრიოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გახლავთ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერი მღვდეკლმთავარი, რომელიც ამავე ეკლესიის ბიოეთიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

დაიბადა 1954 წლის 13 აპრილს. საბაკალავრო განათლება მიიღო თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც ფრიადზე დაამთავრა.

მაგისტრატურაზე სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის განხრით და პარალელურ რეჟიმში მუშაობდა ცნობილ ამერიკულ კომპანია NASA-ში. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიომედიცინის განხრით.

საღვთისმეტყველო განათლება მიიღო ბოსტონის პატიოსანი ჯვრის სახელობის მართლმადიდებლურ ინსტიტუტში (HCHC). გარკვეული პერიოდი ასწავლიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, კრეტის მედიცინის ფაკულტეტსა და ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე.

1989 წელს აღიკვეცა ბერად, მოგვიანებით ეკურთხა დიაკვნად და მღვდლად, ხოლო 2004 წელს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გამოირჩია მესოგიისა და ლავრიოტიკის მიტროპოლიტად.
wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων