16 Ιουλίου, 2024

მიტროპოლიტმა შიომ იტალიის ელჩი მიიღო

Διαδώστε:

2024 წლის 15 ივლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში იტალიის ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი მასიმილიანო დ’ ანტუონო მიიღო.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ თანამედროვე პოლიტიკურ პრობლემებს შეეხო.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

sazu.ge

Διαδώστε: