09/12/2020 09/12/2020 მიცვალებულთა მოსახსენებელში, რომელსაც ეკლესიის საკურთხეველში შევგზავნით, იმ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ახლობელნი და ძვირფასნი არიან: მშობლები, ნათესავ-მეგობრები და ა.შ. გარდაცვლილთათვის ისევე უნდა ვილოცოთ, როგორც ცოცხლებისთვის ვლოცულობთ. უნდა ვილოცოთ არა მხოლოდ ახლო ნათესავების სულებისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც ოდესმე რაიმე სიკეთე გაგვიკეთა, შეგვეწია, ასევე იმათთვისაც, ვინც ჩვენი არაკეთილმოსურნე იყო. გარდაცვლილნი, თუმცა ფიზიკურად განგვეშორნენ და სხეულით...
09 Δεκεμβρίου, 2020 - 14:45

მიცვალებულთა მოსახსენიებელი

Διαδώστε:
მიცვალებულთა მოსახსენიებელი

მიცვალებულთა მოსახსენებელში, რომელსაც ეკლესიის საკურთხეველში შევგზავნით, იმ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ახლობელნი და ძვირფასნი არიან: მშობლები, ნათესავ-მეგობრები და ა.შ.

გარდაცვლილთათვის ისევე უნდა ვილოცოთ, როგორც ცოცხლებისთვის ვლოცულობთ. უნდა ვილოცოთ არა მხოლოდ ახლო ნათესავების სულებისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც ოდესმე რაიმე სიკეთე გაგვიკეთა, შეგვეწია, ასევე იმათთვისაც, ვინც ჩვენი არაკეთილმოსურნე იყო. გარდაცვლილნი, თუმცა ფიზიკურად განგვეშორნენ და სხეულით მიწაში იმყოფებიან, მათი სულები უფალთან სუფევენ და ჩვენთვის უხილავ, შეუცნობ სულიერ ცხოვრებას აგრძელებენ (რა თქმა უნდა, ის გარდაცვლილნი, რომელნიც მართალი ცხოვრებით, ქრისტეს რწმენით აღესრულნენ), ვინაიდან თავად უფალი ამბობს: „…არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლუკ. 20, 38). ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი გარდაცვლილი წინაპრები, რომელთა სახელები ხშირად არც კი ვიცით, ჩვენთვის, თავიანთი შთამომავლებისათვის ლოცულობენ. ჩვენ, ცოცხალნი, მათთან ერთად ერთ ეკლესიას, ერთ სხეულს შევადგენთ, რომელსაც ერთი თავი – ერთი წინამძღოლი ჰყავს – უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „…ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს“ (რომ. 14, 9).

ჩვენი კავშირი გარდაცვლილებთან განსაკუთრებულად მათთვის აღვლენილი მხურვალე ლოცვისას იგრძნობა. მლოცველი ადამიანის სულზე ის განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს, და თვალნათლივ უჩვენებს იმ ერთობას, რომელიც სულთა შორის არსებობს, ამ ქვეყნის მკვიდრნი იქნებიან ისინი თუ გარდაცვლილნი.

 

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων