05/12/2020 05/12/2020 დღეს, 2020 წლის 5 დეკემბერს, თორმეტი წელი შესრულდა, რაც ღვთივგანისვენა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსკოვის ღვთის განცხადების (უფლის ნათლისღების) სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაკრძალულია ნეტარხსენებული პატრიარქი ალექსი, ორი საღვთო ლიტურგია და პანაშვიდები აღავლინეს რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ. ადრეული საღვთო ლიტურგია და პანაშვიდი პატრიარქ ალექსი მეორის განსასვენებელთან აღავლინა რუსეთის...
05 Δεκεμβρίου, 2020 - 18:16
Τελευταία ενημέρωση: 05/12/2020 - 18:26

მოსკოვში რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის გარდაცვალების დღე აღნიშნეს

Διαδώστε:
მოსკოვში რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის გარდაცვალების დღე აღნიშნეს

დღეს, 2020 წლის 5 დეკემბერს, თორმეტი წელი შესრულდა, რაც ღვთივგანისვენა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსკოვის ღვთის განცხადების (უფლის ნათლისღების) სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაკრძალულია ნეტარხსენებული პატრიარქი ალექსი, ორი საღვთო ლიტურგია და პანაშვიდები აღავლინეს რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ.

ადრეული საღვთო ლიტურგია და პანაშვიდი პატრიარქ ალექსი მეორის განსასვენებელთან აღავლინა რუსეთის ეკლესიის მონასტერთა და სამონაზვნო სინოდური განყოფილების თავმჯდომარემ, კაშირის მთავარეპისკოპოსმა თეოგნოსტემ.

მოგვიანო საღვთო ლიტურგია აღავლინა რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივმა წევრმა, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, ვოსკრესენის მიტროპოლიტმა დიონისემ, რომელსაც თანამსახურებდნენ: ლიპეცისა და ზადონის მიტროპოლიტი არსენი, დიმიტროვის ეპისკოპოსი თეოფილაქტე, ორეხოვო-ზუევის ეპისკოპოსი პანტელეიმონი, პავლოვო-პოსადის ეპისკოპოსი თომა, ბრონიცის ეპისკოპოსი ევგენი, პროტოპრესვიტერი მიქაელ რიაზანცევი და სხვა სამღვდელო პირები. ლიტურგიის განსრულების შემდეგ, რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივმა წევრმა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა, ხსენებულ მღვდელმთავართა და სხვა სასულიერო პირთა თანამსახურებით პანაშვიდი აღავლინა პატრიარქ ალექსი მეორის განსასვენებელთან.

ღვთისმსახურების დასასრულს, მიტროპოლიტმა ილარიონმა წარმოთქვა ქადაგება, სადაც ისაუბრა უწმიდესი პატრიარქის ალექსი მეორის მოღვაწეობის შესახებ.

უწმიდესი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე 1990-2018 წლებში მამამთავრობდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. გარდაიცვალა 2008 წლის 5 დეკემბერს.

უფალმა მართალთა თანა განუსვენოს პატრიარქ ალექსის უკვდავ სულს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων