30 Νοεμβρίου, 2020

“მრევლის გარეშე ღვთიური თაყვანისცემა არასრულყოფილია”, – მიტროპოლიტი პავლე

Διαδώστε:

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, დრამის მიტროპოლიტი პავლე: “მორწმუნე ერისთვის ძალიან რთული დროა. ჩვენ ეს ტკივილით განვიცადეთ, რადგან საღმრთო თაყვანისცემა მათ გარეშე აღესრულება. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამღვდელო მოვალეობებს, როგორც ხალხის წარმომადგენლები წინაშე ღვთისა, მაგრამ მათ გარეშე ღვთიური თაყვანისცემა არასრულყოფილია…

მართლმადიდებელი მრწამსის თანახმად ღმერთთან ურთიერთობა პროტესტანტული ტიპის არ შეიძლება იყოს. ჩვენ ქრისტეში ვცხოვრობთ ეკლესიაში, ვჭამთ და ვსვამთ ქრისტეს სხეულსა და სისხლს, მაგრამ როდესაც ამის გარეშე დავრჩით, სიკვდილი უფრო ახლოს მოვიდა”.

wenews.ge

Διαδώστε: