ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას, რომელიც მილიონობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან და მისი გახსნის ცერემონიალიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან განკუთვნილია ორგანიზატორი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოზიტიური გზავნილების გასავრცელებლად
დიდი მწუხარებით ვადევნებდით თვალს პარიზში, ცერემონიალის მიმდინარეობისას, ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისათვის შეურაცხმყოფელ წარმოდგენებს, რომლებიც ასევე შეურაცხყოფენ ყველა ცივილურ ადამიანს, რომელიც აღიარებს სარწმუნოებისა და რელიგიური სიმბოლოების პატივისცემის უფლებას.
ეს კადრები არა მხოლოდ არ ამშვენებდნენ .ცერემონიალს, არამედ შელახეს კიდეც იგი. პროგრესი არ არის ღვთის მიმართ მკრეხელობა, არც სხვა ადამიანთა რელიგიური შეხედულებების შეურაცხყოფა.
მსოფლიოს მხრიდან შეშფოთებისა და უკმაყოფილების სპონტანურმა გამოხატვამ, ვიმედოვნებთ, რომ საკმარისად ხმამაღალი გზავნილი მიაწოდა გადაწყვეტილებების მიმღებთ და იძლევა იმედის საფუძველს, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან იქნება არიდებული.