11 Νοεμβρίου, 2020

მსოფლიო პატრიარქმა ალბანეთის ეკლესიის მეთაურს სანუგეშო წერილი გაუგზავნა

Διαδώστε:

ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის სანუგეშო წერილი გაუგზავნა, ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა: “გისურვებთ კიდევ მრავალი წელი გქონოდეთ ღვთის სადიდებლად”.

დღეს, 2020 წლის 11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასი კორონავირუსული ინფექციით არის დაინფიცირებული. დღესვე იგი გადააფრინეს ათენში, სადაც კლინიკაში მოათავსეს.

 

wenews.ge

Διαδώστε: