19 Απριλίου, 2020

მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან არ შეთანხმებულა

Διαδώστε:

საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

“16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ” – ნათქვამია საპატრიაროს განცხადებაში.

 

dogma.ge

Διαδώστε: