09 Ιανουαρίου, 2021

მღვდელმთავრები – იობი და იაკობი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

Διαδώστε:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კლინიკას ხვალ დატოვებს.

როგორც ლევან რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, კორონავირუსი დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმაც, რომელიც თავს მხნედ გრძნობს.

„ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს. მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, რომ კორონავირუსის დაავადება ბოლომდე დაამარცხა.

რაც შეეხება მეუფე იაკობის მდგომარეობას, სტაბილურია. ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, კორონავირუსი დაუდასტურდა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს.

 

dogma.ge

Διαδώστε: