17/09/2020 17/09/2020 აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506.000 აშშ დოლარით დააფინანსებს. გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევით ცენტრში მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პროექტის მეორე ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტი ფიზიკური...
17 Σεπτεμβρίου, 2020 - 20:00
Τελευταία ενημέρωση: 17/09/2020 - 20:01

მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი დააფინანსებს

Διαδώστε:
მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი დააფინანსებს

აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506.000 აშშ დოლარით დააფინანსებს.

გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევით ცენტრში მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პროექტის მეორე ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. საკონსერვაციო პროექტის განხორციელების შედეგად აღმოიფხვრება არსებული პროგრესირებადი საფრთხეები და უზრუნველყოფილი იქნება შენობის ქვის წყობის ხანგრძლივი მდგრადობა და მთლიანობა. მოსალოდნელია, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება. სამუშაოები 30 თვეს გასტანს და 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2023 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება. ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრების პროექტი გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პროექტის განსახორციელებლად, 2019 და 2020 წლებში, ორჯერ გამოიყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტი. 2019 წელს ფონდმა გამოყო დაფინანსება – 100 000 აშშ დოლარის ოდენობით პროექტის პირველი ეტაპისთვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი 586-605 წლებში აიგო და ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესი ნიმუშია. საუკუნეთა განმავლობაში მცხეთის ჯვრის ტაძრის სამშენებლო მასალამ საგრძნობი დაზიანება განიცადა ქარის, ნალექებისა და ბიოლოგიური მიკროორგანიზმების ზემოქმედებით.


— mes.gov.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων