დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღვთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, ათენისა და სრულიად ელადის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ ათენის საკათედრო ტაძარში დიდი აიაზმა აღასრულა.