გუშინ, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნა.
დღესასწაულთან დაკავშირებით ნავპაკტოს მიტროპოლიტმა იეროთეოსმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა.