10/11/2019 10/11/2019 მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი 11 ნოემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დანაშაულის...
10 Νοεμβρίου, 2019 - 16:49
Τελευταία ενημέρωση: 10/11/2019 - 16:50

„ნაციონალური მოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

Διαδώστε:
„ნაციონალური მოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი 11 ნოემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, ხოლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი-პროკურორი ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს.

„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეისწავლოს, საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων