18 Δεκεμβρίου, 2020

ნიკოლოზობის დღესასწაულზე პატრიარქი წირვას აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში

Διαδώστε:

ა.წ. 19 დეკემბერს, წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.

wenews.ge

Διαδώστε: