18/12/2020 18/12/2020 ნიკორწმინდის ეპარქიის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბანში მეთერმეტე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს სახელობის ტაძარი აღადგინეს. დღეს, 2020 წლის 17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე, გორისუბნის წმიდა ბარბარეს სახელობის ისტორიული ტაძრის ენკენია (განმეორებითი კურთხევა) აღასრულა ყოვლადუსამღვდელოესმა ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, რომელმაც ახალაღდგენილ ტაძარში ასევე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა...
18 Δεκεμβρίου, 2020 - 13:50

ნიკორწმინდის ეპარქიაში წმ. ბარბარეს სახელობის XI საუკუნის ტაძარი აღადგინეს და აკურთხეს

Διαδώστε:
ნიკორწმინდის ეპარქიაში წმ. ბარბარეს სახელობის XI საუკუნის ტაძარი აღადგინეს და აკურთხეს

ნიკორწმინდის ეპარქიის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბანში მეთერმეტე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს სახელობის ტაძარი აღადგინეს.

დღეს, 2020 წლის 17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე, გორისუბნის წმიდა ბარბარეს სახელობის ისტორიული ტაძრის ენკენია (განმეორებითი კურთხევა) აღასრულა ყოვლადუსამღვდელოესმა ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, რომელმაც ახალაღდგენილ ტაძარში ასევე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა ნიკორწმინდის ეპარქიის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა.

 


wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων