18 Δεκεμβρίου, 2020

ნიკორწმინდის ეპარქიაში წმ. ბარბარეს სახელობის XI საუკუნის ტაძარი აღადგინეს და აკურთხეს

Διαδώστε:

ნიკორწმინდის ეპარქიის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბანში მეთერმეტე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს სახელობის ტაძარი აღადგინეს.

დღეს, 2020 წლის 17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე, გორისუბნის წმიდა ბარბარეს სახელობის ისტორიული ტაძრის ენკენია (განმეორებითი კურთხევა) აღასრულა ყოვლადუსამღვდელოესმა ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, რომელმაც ახალაღდგენილ ტაძარში ასევე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა ნიკორწმინდის ეპარქიის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა.

 


wenews.ge

Διαδώστε: