05 Σεπτεμβρίου, 2019

ნურავისთვის იქცევი ზედამხედველად!

Διαδώστε:

“ნურავისთვის იქცევი ზედამხედველად!
ნუ ეცდები ვინმეს გამოსწორებას!
გახსოვდეს, რომ იძულებით ვერავის შეცვლი – ვერც ქმარს და ვერც შვილებს. რაც არ უნდა ბევრი არიგო და ეჩხუბო შენს ვაჟს, მაინც არ შეეშვება მოწევას, სმას, ნარკოტიკებს, ღამის ცხოვრებას.
თუ გინდა, რომ საწადელს მიაღწიო, ამისთვის მადლი უნდა მოიხვეჭო .
მისთვის კი მთელი გულით უნდა ილოცო !
უკან კი არ უნდა დაედევნო შენს ვაჟს, არამედ უფლისადმი ლოცვა უნდა აღავლინო და მფარველი ანგელოზი გააყოლო. სადაც არ უნდა იყოს ამ დროს, იგი შინაგანად იგრძნობს, რომ მის გულში რაღაც ხდება და უხილავი ხელი მას სწორ გზაზე დააყენებს.

ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს !
ლოცვა უნდა იყოს თქვენი პირველი რეაქცია და არა უკანასკნელი იმედი “!

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

 

karibche.ambebi.ge

Διαδώστε: