17 Μαΐου, 2019

ორგანიზატორების ინფორმაციით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობას „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“ და სხვა ანსამბლები მიიღებენ

Διαδώστε:

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობას სხვადასხვა ანსამბლი მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა, კოტე სვანიძემ განუცხადა, კონცერტი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„გამოვლენ „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“ და სხვა. ღონისძიებას ექნება ნაციონალური პროგრამის სახე, ანსამბლების დატვირთვით და ნაკლებად იქნებიან სოლო შემსრულებლები“, – განაცხადა სვანაძემ.

სვანაძის თქმით, პროგრამა კონცერტის დაწყებამდე ცნობილი არ გახდება. კონცერტი დღეს, სამების საკათედრო ტაძართან 20:00 საათზე დაიწყება.

— IPN

Διαδώστε: