02/05/2020 02/05/2020 როგორც “არტინფოს” ვებ გვერდიდან ვგებულობთ, იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ იუდას უდაბნოში 1952 წელს ქართული მონასტრის წარწერები აღმოაჩინა, რომლებიც სპეციალისტების მიერ დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესად არის მიჩნეული. წარწერები იატაკზე მოზაიკით არის შესრულებული. ასომთავრულით შესრულებული სამი წარწერიდან, ერთი დაუზიანებელია, ორი კი ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი.პირველი წარწერა VI საუკუნით, კერძოდ 532–552 წლებს შორის პერიოდით თარიღდება, მეორე...
02 Μαΐου, 2020 - 21:47

პალესტინაში აღმოჩენილი ქართული განძი

Διαδώστε:
პალესტინაში აღმოჩენილი ქართული განძი

როგორც “არტინფოს” ვებ გვერდიდან ვგებულობთ, იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ იუდას უდაბნოში 1952 წელს ქართული მონასტრის წარწერები აღმოაჩინა, რომლებიც სპეციალისტების მიერ დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესად არის მიჩნეული. წარწერები იატაკზე მოზაიკით არის შესრულებული. ასომთავრულით შესრულებული სამი წარწერიდან, ერთი დაუზიანებელია, ორი კი ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი.პირველი წარწერა VI საუკუნით, კერძოდ 532–552 წლებს შორის პერიოდით თარიღდება, მეორე და მესამე წარწერა კი შესრულებულია გაცილებით ადრე. პალესტინის ქართულ წარწერებს მიხეილ თარხნიშვილი და გიორგი წერეთელი იკვლევდნენ. კვლევის მიხედვით, წარწერები V საუკუნის I ნახევრით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პალესტინაში აღმოჩენილი წარწერა ბოლნისის სიონის ცნობილ წარწერებს ნახევარი საუკუნით უსწრებს.

 

— karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων