03/07/2020 03/07/2020 მშობლებო, აღმზრდელებო, მორწმუნეებო და ურწმუნოებო, თუ გინდათ სახარებისეული მცნების სახით ასწავლეთ და თუ გინდათ ზნეობრივ კანონად გააფორმეთ, სულერთია, მაგრამ, აუცილებლად ასწავლეთ და წარუშლელად ჩაუნერგეთ ბავშვებს სხვა ადამიანის თანაგრძნობის უნარი. თანაგრძნობის უნარი ყველას არ გააჩნია ბუნებრივად, მას სწავლა და აღზრდა სჭირდება. ქრისტეს მცნებაა: “როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ კაცნი, თავადაც ისევე მოექეცით მათ” (ლუკა 6,31) და...
03 Ιουλίου, 2020 - 13:42

“პატარაობიდან ასწავლეთ თქვენს ბავშვებს სხვა ადამიანის – თანაგრძნობა”

Διαδώστε:
“პატარაობიდან ასწავლეთ თქვენს ბავშვებს სხვა ადამიანის – თანაგრძნობა”

მშობლებო, აღმზრდელებო, მორწმუნეებო და ურწმუნოებო,

თუ გინდათ სახარებისეული მცნების სახით ასწავლეთ და თუ გინდათ ზნეობრივ კანონად გააფორმეთ, სულერთია, მაგრამ, აუცილებლად ასწავლეთ და წარუშლელად ჩაუნერგეთ ბავშვებს სხვა ადამიანის თანაგრძნობის უნარი. თანაგრძნობის უნარი ყველას არ გააჩნია ბუნებრივად, მას სწავლა და აღზრდა სჭირდება. ქრისტეს მცნებაა: “როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ კაცნი, თავადაც ისევე მოექეცით მათ” (ლუკა 6,31) და სწორედ ესაა თანაგრძნობის აუცილებელი კანონი; რასაც შენ გრძნობ საკუთარ თავზე, რაც შენ გტკივა თუ გსიამოვნებს, რაც შენ გამწუხრებს თუ გახარებს, სწორედ ის და ისევე უნდა იგრძნო სხვა ადამიანთან მიმართებაში.

ტანჯვის, ცემის და სიკვდილის სიმწარეს ხომ უფრთხი და ერიდები საკუთარი თავისთვის? რატომ ვერა გრძნობ მაშინ ამას სხვებთან მიმართებაში? იმიტომ, რომ თანაგრძნობის უნარი არ აღზარდა შენში მშობელმა, მასწავლებელმა და გარემომ. პატარა ბავშვისთვის დედის ან აღმზრდელის მრავალჯერ და მტკიცედ ნათქვამი: “შენ ხომ გტკივა, ასევე სტკივა მასაც” ან “შენ ხომ გშია, ასევე შია მასაც” ან “შენ ხომ გაგიხარდება, ასევე გაეხარდება მასაც” და ა.შ. არის აუწონავი საუნჯე, რაც შეიძლება მიეცეს ბავშვის სულსა და გონებას. შეუბრალებელნი, უგულო და ხშირად მკვლელებიც სწორედ ამ თანაგრძნობის უნარგანუვითარებელი ადამიანები ხდებიან.

პატარაობიდან ასწავლეთ თქვენს ბავშვებს სხვა ადამიანის –
თ ა ნ ა გ რ ძ ნ ო ბ ა.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

ambioni.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων