31 Οκτωβρίου, 2019

პატრიარქის ექიმი – ილია მეორე ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას

Διαδώστε:

პატრიარქი ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას, – ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც უსიამოვნო მითხრეს, გამეორებაც არ მინდა. პატრიარქი მშვენივრად არის. მისთვის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, ისე, როგორც იყო, სანამ გაციების ვირუსი ექნებოდა. ახლა კარგადაა, ჩვეულებრივ შრომით რეჟიმშია. დღეს დილით ვიყავი და ვნახე მისი უწმინდესობა. ასე რომ, ყველაფერი ნორმალურად და კარგად არის“, – განაცხადა ცისანა შარტავამ

 

ipn.ge

Διαδώστε: