23 Ιουνίου, 2019

პატრიარქმა ოთხი გვარი დალოცა

Διαδώστε:

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ოთხი გვარი დალოცა. მათ შორის: გურძენაძეები, მონიავები, კოტორაშვილები და მამაგელაშვილები.

მასთან, პატრიარქმა დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

“არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირები. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით“, – ბრძანა პატრიარქმა.

IPN

Διαδώστε: